დილიდან შუადღემდე

გუშინ გადავწყვიტე ყოველდღე რაიმე დამეწერა.დღევანდელი დილა რამოდენიმე ბლოგერის ბლოგის დათვალიერებით დავიწყე.ამის მერე მივხვდი რომ ბლოგერობისთვის მხოლოდ წერის სურვილი არ კმაროდა.. მეტი შთაგონება იყო საჭირო.გავიფიქრე:” დღეს არ დავწერ!”..მერე ჩემს ტვიტზე შევედი, სადაც უამრავი ტვიტი ეკლესიისა და ხელისუფლების შეუთანხმებლობას  ეხებოდა. უთანხმოება პარლამენტის მიერ რამოდენიმე  რელიგიური ორგანიზაციისათვის იურდიული სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამ წარმოშვა.იგივე თემის გარშემო ტრიალებდა ფეისბუქის მომხმარებელთა სტატუსები.იქვე ვნახე გამოკითხვა სადაც  შუადღის მონაცემებით ფეისბუქის   3,997  მომხმარებელი ჩემი ჩათვლით პატრიაქის განცხადებას  ეთანხმებოდა.განცხადება თემის საჯაროდ  განხილვას  (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში)  საზოგადოებრივი აზრის  ჩამოყალიბებას და  მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსესუსის მიღწევას ეხებოდა. ქაშუეთთან მხარდამჭერი შეკრების მოწოდებაც ამოვიკითხე.მოვლენის გარშემო აშკარა მღელვარებაა და იმედია ფაქტის პოლიტიზირება არ მოხდება.

2 Comments

Filed under ბლოგი

ბლოგთან ერთად

2011 წლის 5 ივლისი დაიწყო ბლოგის გაკეთებით.უკვე ერთი წელია მსურდა ბლოგის შექმნა თუმცა აზრები: “როგორ გავაკეთო?” “რისთვის გავაკეთო?” “რა ან როგორ ვწერო?” არ მასვენებდა.ასე მოუსვენებელმა:)ბლოგის ინტერესით შეპყრობილმა,მივაკვლიე wordPress.com-ს.დღეიდან ვეცდები წერით გადმოვცე ჩემს შთაბეჭდილებებზე.რა მიმართულებით დავწერ არ ვიცი, უბრალოთ შეძლებისდაგვარად რაიმეს დავწერ რომ უკეთ გავიგო რა არის ცხოვრება ბლოგთან ერთად.

4 Comments

Filed under ბლოგი