“თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება”

  • დიდი ხანი არაფერი დამიწერია.დღეს შევძელი “გამოღვიძება” ჩემი თავის და ბლოგის:)).რამოდენიმე თვე ისე ვარ ქვეყნად ადგილი ყველაფერს რომ მოენახება,ადამიანის ადგილი კი რომ არსად არ არის :(( ჩემი ადგილი კი ვიცი სადაა, მარა შორსაა და ამაზე ახლა  არ დაწერ. დღეს  მეგობრობა რემარკის საოცარმა რომანმა გამიწია.”ტრიუმფალური თაღის” ფრაზებსა და აბზაცებს ყოველთვის შეუძლია სულში ჩაგწვდეს.წიგნის შესავალი ასე იწყება: ” ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება. ადამიანის ადგილი კი არსად არის !– ეს ტკივილი დაყვება ერიხ მარია რემარკის რომანის “ტრიუმფალური თაღის ” გმირს –გერმანელ ექიმს ,საფრანგეთში რომ გამოქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი .რომანის გმირები დაღუპული გემის  გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან ,რომლებიც დანისლული ზღვის  ზედაპირზე დაცურავენ . ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა ,ამავდროულად , გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს . ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მოქცეულა .ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ  დიდ სიძულვილზე ,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი    …და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს ,”ტრიუმფალური თაღის ” დასასრულს ომი მხოლოდ იწყება .”  შემდეგ უკვე იწყებ რომანის პერსონაჟების სივრცესა და სამყაროში ცხოვრებას.მათი ფიქრები და სიტყვები რჩეულ გამონათქვამებად რჩება გონებაში.ბერვს აღარ გავაგრძელებ პირდაპირ ფრაზებს დაგიტოვებთ:  1)”-თუ არის სადმე ზეცად წოდებული ადგილი ? -არა.ასეთი ადგილი არ არსებობს.ზეცა არც ადგილია და არც დრო ,ზეცა სრულყოფილი არსებობაა.” 2) ” რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი? ”     3)”მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ” 4)”დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას დავიწყება რომ არა ? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი რისი გახსენებაც არ სურს? გულს ამსხვრევს მოგონებების წიდა…” 5)”ვინც მეტისმეტად ხშირად იყურება უკან ,იოლად წაჰკრავს რაიმეს ფეხს და დაეცემა.” 6)”სულერთია ,უნდა ამოვათრიოთ ეს ქვეყანა სისხლიდან და ტალახიდან .და, თუნდაც შენ მხოლოდ ერთი გოჯით ამოათრიო -სულერთია , მნიშვნელოვანია , რომ განუწყვეტლივ იბრძოდი ,უბრალოდ იბეძოდი. და ვიდრე ცოცხლობ ,ვიდრე სუნთქავ , ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა , რომ ბრძოლა განაახლო .” 7)”თუ რაიმეს გაკეთება გინდა ,არასოდეს იკითხო ,ამას რა მოჰყვება ,თორემ ვერაფერს გააკეთებ.” 8)”ჯობს წამით სირცხვილი გამოცადო , სამაგიეროდ , შემდეგ სიმშვიდით დატკბები.” 9)“სინანული ყველაზე უსარგებლო რამაა ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის შეიძლება. თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილი ადამიანების შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.”Imageახლა რამოდენიმე სიტყვა თაღზე,რომელიც აიგო 1806-1836 წლებში არქიტექტორი შალგრენის პროექტით. მორთულია ოთხი სკულპტურული ანსამბლით: ელისეს მინდვრების მხრიდან – “მარსელიეზა”, გრან-არმის გამზირის მხრიდან – “წინააღმდეგობა” და “მშვიდობა”. ბოლოსთვის კი ეს ფრაზა შემოვინახე: “… გულგრილად მივაფურთხოთ სიფათში სასოწარკვეთილებას:))”Image

%(count)s კომენტარი

Filed under ბლოგი

One response to ““თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება”

  1. Nanako Ust

    ლანდა,მიხარიხარ!))❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s