Monthly Archives: ივლისი 2011

extraordinary musical figure

   her exceptional  style was  so natural..words of her songs sounded exceptionally.I am shocked with her tragic passing and these are minutes,when i can’t  say more then these words:”extraordinary musician AMY  Winehouse’s  life has come to an early and,  but she shone very bright  in it………..”

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ბლოგი

თითქმის უკალორიო სოციალური სასმელი “facedrink”

  “ფეისსასმელს სურს რომ მოიწონო…..გაიზიარო…და დაიმატო როგორც მეგობარი”ამ შინაარსის ინგლისური დასათაურება  ადევს ერთ-ერთ  პოსტს ფეისსასმელის “facedrink” ის გვერდზე.ამ გვერდისთვის მეგობრობის მოთხოვნის გაგზავნა არ მოგიწევთ რადგან ისევე როგორც სასმელი, გვერდიც მხოლოდ მოწონებას ელის საზოგადოებისგან.სასმელის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის,ბარი მუსტაფას განცხადებით ახალი სასმელი ენერგეტიკული სასმელია და მომხმარებელს “სოციალური ენერგიით”ავსებს.ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ბოთლის ვიზუალია,რომელიც ფეისბუქის ლურჯ ფერშია.თვითონ ბოთლის ტევადობა  75  მილგრამია.საინტერესოა სასმელის შემადგელობაც.მასში შედის  რეკომენდებული ენერგოსტიმულატორები: კოფეინი, ტაურინი, გუარანა და მწვანე ჩაის ექსტრაქტი და რაც ყველაზე ყურადღებამისაქცევია იგი თითქმის უკალორიოა,რადგან  არ შეიცავს შაქარს და 75 მილიგრამი მხოლოდ 3 კილოკალორიას შეიცავს.მიუხედავად ასეთი დაბალკალორიულობისა სასმელი  ადამიანს ენერგიას რამდენიმე საათით მატებს.ბარი მუსტაფას განცხადებით სწორედ ამით განსხვავედება “facedrink” სხვა ენერგეტიკული სასმელებისაგან. ერთი ბოთლი სასმელი კი დაახლოებით 3 ამერიკული დოლარი ღირს.ქართველ მომხმარებელს კი ჯერჯერობით მისი შეძენა amazon.com ის საშუალებით შეუძლია

%(count)s კომენტარი

Filed under ბლოგი

მე ბედნიერი ვარ,როცა

  1. როცა ზაფხულია…
  2. როცა ფანჯრის მიღმა წვიმა ხმაურობს…
  3.  როცა ზღვის ნაპირზე მზეს ვაცილებ…
  4. როცა არ ვზარმაცობ…
  5. როცა სიურპრიზს ვაკეთებ…
  6. როცა საინტერესო თემაზე ვკამათობ…
  7.  როცა მეგობრები ერთად ვისვენებთ…
  8.  როცა ხალისიან ადამიანებს ვხვდები…
  9. როცა არ ვარ ბანალური…
  10. როცა ჩანაფიქრი რეალობაში მომყავს…

და მე ბედნიერი ვარ რომ,ნანაკოს თაგმა ეს პოსტი დამაწერინა.

3 Comments

Filed under ბლოგი

ზედმეტად დახვეწილი…

შუადღემ რამოდენიმე თემის ზეგავლენის ქვეშ მომაქცია,თუმცა ერთი დიზაინერის 2012წლის კოლექციის ორმა შარვალმა  შემიცვალა მიმართულება და დღეს თუ მოდაზე დავპირებდი წერას არ მეგონა.ქვეცნობიერად ვგრძნობდი,რომ დღეს ჩემდამოულოდნელი წერითი გამოსვლა მექნებოდა:)ახლა კი იმ ორ შარვალზე,რომლის სტილიც იდეალურ სამოსად მივიჩნიე ნებისმიერი გამხდარი, საშუალო თუ მოპუტკუნო ტანისმქონე გოგონებისთვის ჯერ კიდევ ბავშვობაში,მაშინ როცა ეს შარვლები აღარ ეცვათ.მე მხოლოდ  მშობლების ახალგაზრდობის ფოტოებზე ვნახე შლაქსი. მერე უკვე 90წლების მოდამ  მისი ჩაცმის საშუალება მომცა.შლაქსი მალე სწორი შარვლის ტენდენციამ ჩაანაცვლა.დღეს გალიფესა და ბუტილკის თბილიში მაინცდმაიც არ შეინიშნება შლაქსი რომელიც 2011/2012 წლის მოდის ტენდენციებში აშკარად დევს.დღეს არ დავიწყებ იმაზე  წერას თუ როგორ სილუეტურს გამოაჩენდა უამრავის ბუტილკაში გამოკვეთილ ფორმებს შლაქსი.გადაჭრით ვერც იმას მოგახსენებთ რომ შლაქსი ტანის უამრავ ხარვეზს დამალავს,თუმცა საშუალო და მოდაბლო ზომის გოგონების სიმაღლის შენიღბვას მოახარხებს.. მოკლედ ამ სტილის შარვალზე ასე სიყვარულით საუბარი Balmain ის 2012 წლის ზედმეტად დახვეწილი შლაქსის ზემოთ ხსენებულმა  ორმა შარვალმა  და მასთან შესაბამისობაში  წარმოდენილმა  პიჯაკებმა გამოიწვია.ფოტოებზე  კოლექცია პოლონელმა მოდელმა  კასია სტრასმა წარმოადგინა.ახლა კი იმ ორი შარვლის ფოტო რომელიც ენჯელ.ჯი ს საშუალებით ვიხილე  

3 Comments

Filed under ბლოგი

დილიდან შუადღემდე

გუშინ გადავწყვიტე ყოველდღე რაიმე დამეწერა.დღევანდელი დილა რამოდენიმე ბლოგერის ბლოგის დათვალიერებით დავიწყე.ამის მერე მივხვდი რომ ბლოგერობისთვის მხოლოდ წერის სურვილი არ კმაროდა.. მეტი შთაგონება იყო საჭირო.გავიფიქრე:” დღეს არ დავწერ!”..მერე ჩემს ტვიტზე შევედი, სადაც უამრავი ტვიტი ეკლესიისა და ხელისუფლების შეუთანხმებლობას  ეხებოდა. უთანხმოება პარლამენტის მიერ რამოდენიმე  რელიგიური ორგანიზაციისათვის იურდიული სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამ წარმოშვა.იგივე თემის გარშემო ტრიალებდა ფეისბუქის მომხმარებელთა სტატუსები.იქვე ვნახე გამოკითხვა სადაც  შუადღის მონაცემებით ფეისბუქის   3,997  მომხმარებელი ჩემი ჩათვლით პატრიაქის განცხადებას  ეთანხმებოდა.განცხადება თემის საჯაროდ  განხილვას  (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში)  საზოგადოებრივი აზრის  ჩამოყალიბებას და  მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსესუსის მიღწევას ეხებოდა. ქაშუეთთან მხარდამჭერი შეკრების მოწოდებაც ამოვიკითხე.მოვლენის გარშემო აშკარა მღელვარებაა და იმედია ფაქტის პოლიტიზირება არ მოხდება.

2 Comments

Filed under ბლოგი

ბლოგთან ერთად

2011 წლის 5 ივლისი დაიწყო ბლოგის გაკეთებით.უკვე ერთი წელია მსურდა ბლოგის შექმნა თუმცა აზრები: “როგორ გავაკეთო?” “რისთვის გავაკეთო?” “რა ან როგორ ვწერო?” არ მასვენებდა.ასე მოუსვენებელმა:)ბლოგის ინტერესით შეპყრობილმა,მივაკვლიე wordPress.com-ს.დღეიდან ვეცდები წერით გადმოვცე ჩემს შთაბეჭდილებებზე.რა მიმართულებით დავწერ არ ვიცი, უბრალოთ შეძლებისდაგვარად რაიმეს დავწერ რომ უკეთ გავიგო რა არის ცხოვრება ბლოგთან ერთად.

4 Comments

Filed under ბლოგი